ვიქტორ ორბანი - ჩემი მინისტრების მჯერა, მაგრამ ვთქვათ, უნგრული დრონი რამდენიმე მეტრით შეფრინდა, მერე რა მოხდა? - უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის

უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გასულ პარასკევს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უნგრული სადაზვერვო დრონი უკრაინის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

„უკრაინა უნგრეთთან ომში არ არის. ის რუსეთთან ომშია. ის მის აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული დრონებით უნდა იყოს შეშფოთებული. მე ჩემი მინისტრების მჯერა, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ის [დრონი] იქ რამდენიმე მეტრით შეფრინდა, მერე რა მოხდა? უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის. უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის. უკრაინას ჩვენ ვაფინანსებთ, მას თანხასა და იარაღს დასავლეთი აწვდის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას 26 სექტემბერს უნგრეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნგრული დრონი არ ყოფილა.

მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ „ბრმა უნგრელი მაღალჩინოსნებისთვის” უნგრული დრონის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის მარშრუტი გამოაქვეყნა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო