ვლადიმერ პუტინი - დარწმუნებული ვარ, რუსეთის უსაფრთხოება საიმედოდ იქნება უზრუნველყოფილი - ჩვენ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსი სამხედროების წყალობით რუსეთის უსაფრთხოება საიმედოდ იქნება უზრუნველყოფილი და "დონბასისა და ნოვოროსიის მიწებზე დიდი ხნის ნანატრი და მდგრადი მშვიდობა დაბრუნდება".

ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების „რუსეთთან შეერთების დღესთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი წყალობით რუსეთის უსაფრთხოება საიმედოდ იქნება უზრუნველყოფილი და დიდი ხნის ნანატრი და მდგრადი მშვიდობა დონბასისა და ნოვოროსიის გმირულ მიწებზე დაბრუნდება. ჩვენ ერთად ვართ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ყველა გეგმა ასრულდება“, - მიმართა პუტინმა სამხედრო მოსამსახურეებს.

მისი თქმით, რუსები იბრძვიან და იმარჯვებენ, იცავენ ერთიანობას, ეროვნულ ინტერესებსა და ღირებულებებს

„ერთად ჩვენ ვიცავთ სამშობლოსადმი სიყვარულს და ჩვენი ისტორიული ბედის ერთიანობას. ჩვენ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ. ჩვენ ვიცავთ ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს, საერთო მეხსიერებას და ღირებულებებს: რუსულ ენას, ტრადიციებს, კულტურასა და რწმენას“, - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 23-27 სექტემბერს ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმები ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ე.წ. „რეფერენდუმების შედეგებზე“ დაყრდნობით, ე.წ. „ხელმძღვანელებთან“ ხელი მოაწერა შეთანხმებებს აღნიშნული რეგიონების „რუსეთთან შეერთების“ შესახებ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა