მარტა კოსი - ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკების პირველი კლასტერი გახსნას

ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკების პირველი კლასტერი გახსნას, თუმცა, უნგრეთი ამ პროცესს ბლოკავს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მოლაპარაკების პირველი კლასტერის გასახსნელად საჭიროა 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა. მარტა კოსმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის არცერთი სხვა კანდიდატი ქვეყნის სკრინინგის პროცესი ისე სწრაფად არ ჩატარებულა, როგორც უკრაინის შემთხვევაში.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განვიხილეთ ევროპული კანონმდებლობის 100 000-ზე მეტი გვერდი. მოლაპარაკების კლასტერების გახსნის პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, ამიტომ უკრაინა არ ჩამორჩება, თუკი რეფორმები განხორციელდება. ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და დიალოგს ვაწარმოებთ წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის უნგრეთთან“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, მთავარი რეფორმა, რომელზეც უკრაინამ უნდა იმუშაოს, არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ქვეყნის აღდგენისთვის გადამწყვეტია.

“სტაბილური ეკონომიკა და კანონმდებლობა უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. თუ არ გექნებათ ძლიერი და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები, უცხოელი ინვესტორები არ ჩამოვლენ, რადგან ისინი თავიანთ ინვესტიციებს სარისკოდ ჩათვლიან. ასეთი ინსტიტუტების გარეშე, შეიძლება ბევრი ფული დაიკარგოს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე