ნიკა ფარულავა - გელა ხასაია არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი - შსს ზეპირსიტყვიერი განცხადების გარდა ვერაფერს ავრცელებს, დანაშაულიც ვერ „შეკერეს“, რაც მათ ქაოსურ პანიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს

გელა ხასაია არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი - შსს ზეპირსიტყვიერი განცხადების გარდა ვერაფერს ავრცელებს, დანაშაულიც ვერ „შეკერეს“, რაც მათ ქაოსურ პანიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ნიკა

ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მისი თანაპარტიელის, გელა ხასაიას დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, იმ მუხლით, რითაც გელა ხასაიაა დაკავებული, არ აკავებენ რეალურ დამნაშავეებს, მაგალითად, მათ, ვინც „კალაძის შტაბიდან გამოვარდნენ და ადამიანებზე, ქალებზე, გოგოებზე ფიზიკურად იძალადეს“.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, „სინამდვილეში ამას რეჟიმი შიშის დასანერგად აკეთებს“.

„ხომ შეგპირდი, რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლებრივი წესით?“ - ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა გუშინ მილიციელმა და არა პოლიციელმა ჩვენს უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელ გელა ხასაიას. ეს სიტყვები და ზოგადად, გელას წინააღმდეგ მიმართული ის რეპრესიები, რასაც წლების განმავლობაში ვუყურებდით, ის, რომ გელას მიმართ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და ზოგადად, ის რომ გელა, ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში, ბოლო თვეებში განსაკუთრებით აქტიურად აჟღერებს პოლიტიკური პატიმრების, მათი ოჯახის სათქმელს, ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მიუთითებს იმაზე, რომ გელა დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი.

ყველა მსგავსი დაკავება, ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზეპირსიტყვიერი განცხადების გარდა ვერაფერს ავრცელებს, მათ შორის, ე.წ. დანაშაულის კადრებს და ა.შ., ის, რომ დანაშაულიც ვერ „შეკერეს“, მიუთითებს მათ ქაოსურ პანიკურ მდგომარეობაზე. ეს პანიკური მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის მანკიერი პრაქტიკის დასრულებისთვის“, - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები