კახა კალაძე „ლელოს“ ბრალდებებზე - ქვეყანაში შექმნილია აგენტურული ქსელი, ემსახურებიან გარე ძალებს და რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ - ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და უხარია მისი განვითარება, როგორ შეიძლება იყოს აგენტების გვერდით? წარმოუდგენელია

ქვეყანაში შექმნილია აგენტურული ქსელი - პოლიტიკურ პარტიებსაც ვერ დავარქმევთ, უსამშობლო ადამიანებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებები, რომლებიც ემსახურებიან გარე ძალებს. რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გამოეხმაურა „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, მათი ინფორმაციით, კოალიციის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატზე ზეწოლის მცდელობა ფიქსირდება.

კალაძის თქმით, მათთვის, ვისაც უყვარს საქართველო და უხარია ქვეყნის წინსვლა, მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა, შეუძლებელია, „აგენტების“ გვერდით იყოს.

„ქვეყანაში შექმნილია აგენტურული ქსელი - პოლიტიკურ პარტიებსაც ვერ დავარქმევთ, უსამშობლო ადამიანებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებები, რომლებიც ემსახურებიან გარე ძალებს. რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ყველაფერზე წამსვლელები არიან, არც საკუთარ ოჯახს ეკუთვნიან, არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას. შესაბამისად, როგორ უნდა გქონდეს ადამიანს სურვილი, იყო ასეთ დაჯგუფებასთან? ვინც ნორმალურად მოაზროვნეა ქვეყანაში, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისაც უხარია ქვეყნის განვითარება, წინსვლა, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, როგორ შეიძლება იყოს აგენტების გვერდით? წარმოუდგენელია უბრალოდ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე, კარა ორუჯევზე, ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა