უკრაინული მედია - პოლონეთში „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე, ვოლოდიმირ ჟ. პოლონელმა სამართალდამცველებმა ქალაქ პრუშკოვში დააკავეს. უკრაინელი მყვინთავის, ვოლოდიმირ ჟ.-ს დაკავების ორდერი გერმანიამ 2024 წელს გასცა.

პოლონური მედიის ინფორმაციით კი, დაკავებულის ექსტრადიციის პროცესი მალე დაიწყება.

ცნობისთვის, გასულ თვეში იტალიაში უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს რომელიც, სავარაუდოდ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე - „ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე - აფეთქებები 2022 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა