ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა სპეციალისტთა ჯგუფმა დანიაში მისიის განლაგება დაიწყო, რათა ევროპელ პარტნიორებს დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის გამოცდილება გაუზიარონ

უკრაინელმა სპეციალისტებმა დანიაში განლაგება დაიწყეს, სადაც ისინი ევროპელ პარტნიორებს დრონების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენმა სპეციალისტთა ჯგუფმა დაიწყო მისიის განლაგება დანიაში, რათა გაუზიარონ უკრაინის გამოცდილება დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი ბიჭები ჩავიდნენ პარტნიორებთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რაც, შეიძლება, რუსული და ნებისმიერი სხვა დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სისტემისთვის საფუძველი გახდეს“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის გამოცდილება ამჟამად ევროპაში ყველაზე აქტუალურია.

„სწორედ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი სპეციალისტები და ჩვენი ტექნოლოგიები შეიძლება გახდეს მომავალი ევროპული „დრონების კედლის“ - მასშტაბური პროექტის მთავარი ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ცაში“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, თავდაცვის მინისტრსა და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს დაავალა, რომ სწრაფად ითანამშრომლონ ყველა ევროპელ პარტნიორთან, რომელსაც შეუძლია დრონების საწინააღმდეგო სისტემის განთავსება.

„დანიაში მისიის შედეგები შექმნის შესაბამის ჩარჩოს სხვა ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის“, - წერს ზელენსკი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს