„ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრებმა საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს, რომელსაც ირაკლი კუპრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატები შეუერთდნენ

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრებმა თბილისის საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. პარტიის ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების” პირობებში გამდიდრებული ჩინოვნიკების და კახა კალაძის პირადი გარემოცვის ფეშენებელური სახლების ბანერებთან ერთად, რიგითი თბილისელების ავარიული სახლების ფოტოები გამოფინეს, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია“.

აქცია-პერფორმანსს „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატები შეუერთდნენ, რომლებიც მთაწმინდა-კრწანისის სამაჟორიტარო ოლქებში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებით კამპანიას ატარებენ.

„ჩვენ შემოვიარეთ კრწანისი და მთაწმინდის ცენტრალური უბნები და ქუჩის კარდაკარით დავასრულეთ თბილისის საკრებულოსთან სწორედ იმ ბანერებით, სადაც ჩანს ჩინოვნიკების სახლები და ჩანს ასევე ავარიული სახლები, ათი ათასობით ავარიული სახლი, რომელიც დღეს არის მიტოვებული მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად. ათი ათასი ავარიული სახლია დედაქალაქში, რომელიც მოიცავს ძალიან დიდ რისკებს და ასევე ვხედავთ სასახლეებს, რომლებიც აქვთ ჩინოვნიკებს 2 - ათას ლარიანი ხელფასებით, რაც გამორიცხულია კორუფციის რისკის გარეშე“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის