ანონსი  1 ოქტომბერი

1-ელ ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი, #4 სართული 5

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

1-ელ ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

1-ელ ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქუთაისში, ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ იმერეთის საინიციატივო ჯგუფის წევრები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. განცხადებას შეუერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოების წევრები.

მის: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, პარლამენტის ყოფილი შენობა

საკონტაქტო: 595 333 395 - მამუკა ბიბილეიშვილი

1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ევროპა დონა საქართველოს" ორგანიზებითა და ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყობა.

საკონტაქტო: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85

1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

1-ელ ოქტომბერს, 15:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: ქალაქი კასპი, ტექნოპარკი.

1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე, მზიურის პარკში, 2025 წლის არტისტერიუმის დასკვნითი პროექტი გაიმართება. სახელოვნებო სივრცე „კუბში“, მაყურებელი სახელოვნებო ჯგუფ „რაფანის“ ვიდეო ინსტალაციას იხილავს.

საკონტაქტო პირი: ნინო კვირიკაშვილი 599361977

1 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირის ორგანიზაციის ოფისში - პაატა ბურჭულაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მის: ბესიკის 4 - “ბიზნესცენტრი ბესიკზე” საკონტაქტო: მარიამ დოლიძე - 574000706

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს