შალვა პაპუაშვილი - ხვალ 1-ელი ოქტომბერია - 13 წლის წინ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდა ყველაფერი ქართულის მოძულე რეჟიმისგან და სხვათა თამაშებში საქართველოს პაიკად გამოყენების როლისგან

ხვალ 1-ელი ოქტომბერია. 13 წლის წინ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდა ყველაფერი ქართულის მოძულე რეჟიმისგან და სხვათა თამაშებში საქართველოს პაიკად გამოყენების როლისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სასტუმრო "პარაგრაფ თაბორის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაშინაც, ბიძინა ივანიშვილმა ყინულმჭრელის როლი იტვირთა და გზა გაუხსნა ეროვნულ ინტერესებზე მდგომი და ადამიანზე მზრუნველი სახელმწიფოს მშენებლობას.

„13 წელია, ყველა შიდა თუ გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი შრომით, ქვეყნის სიყვარულით და საქმის ერთგულებით, ვცდილობთ ასეთი სახელმწიფოს შენებას. ჩვენ ეს გამოგვდის, ხალხი ამას ხედავს და აფასებს.

ჩვენ ვდგავართ ისტორიულ ადგილას, რომელიც მოწმეა ქართველთა მრავალი ბრძოლისა და საგმირო საქმისა. ჩვენი ბრძოლა დღეს გადის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, რასაც ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია. ეს უნდა გახდეს საქართველოს გამთლიანებისა და ძლიერების საფუძველი. ეს საუცხოო კომპლექსი კი, როგორც დასახული პოლიტიკის ნამდვილი სიმბოლო, საქართველოს გამარჯვებისა და ფერიცვალების მომასწავებელი იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება