პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილის „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის აღიარება - ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა

ივანიშვილის მიერ გავრცელებული „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება - ის, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს, ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, „როდესაც რეჟიმი პრევენციულ თავის მართლებას იწყებს, ეს ამტკიცებს შიშს და იმას, რომ მისი რწმენა შეირყა“.

„ივანიშვილის მიერ გავრცელებული „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება.

მის ტექსტში მთავარია არა იაფფასიანი შათირიშვილისტური ბოდვა გამოგონილ მტრებზე, არამედ ის ფაქტი, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს. ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა.

მსოფლიო პოლიტიკის ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, როდესაც რეჟიმი პრევენციულ თავის მართლებას იწყებს, ეს ამტკიცებს შიშს და იმას, რომ მისი რწმენა შეირყა.

მაგრამ ეს შიში მხოლოდ მათი სისუსტის გამოხატულება კი არაა, ეს არის ჩვენი, ქართველთა ერთიანობის ძალის მტკიცებულება! ივანიშვილი გრძნობს, რომ სწორედ ხალხის ერთიანობა აქცევს 4 ოქტომბერს გარდამტეხ დღედ.

ეს დღე იქნება არა მხოლოდ პროტესტის, არამედ საქართველოს მომავლის არჩევანის დადასტურების დღე, რომ თავისუფლება არის ჩვენი არჩევანი და მას ვერავინ დაბლოკავს და მიიტაცებს.

4 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთხმად იტყვის მთავარ სიტყვას: უზურპატორი უნდა წავიდეს! უზურპატორი უნდა დაემხოს! 4 ოქტომბერი ქართველთა გამარჯვების დღეა! ირწმუნე, მოდი, გაიმარჯვე!“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა