კახა კალაძე EPC-ის სამიტზე - სიმართლე უნდა ვთქვათ, რა ხდება რეალურად, რა გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში - ნახეთ რა ხდება, შეიშალა მსოფლიო, უსამართლობის პიკია

სიმართლე უნდა ვთქვათ, უნდა ვთქვათ, რა ხდება რეალურად, რა გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში. გამოწვევები მარტო ჩვენთან არ არის. ნახეთ მსოფლიოში რა ხდება, შეიშალა მსოფლიო, უსამართლობის პიკია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.

კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა პლატფორმა გამოიყენონ.

„ჩვენ ჩვენი სიმართლე უნდა ვთქვათ. უნდა ვთქვათ, რა ხდება რეალურად, რა გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მსოფლიოში. გამოწვევები მარტო ჩვენთან არ არის. ნახეთ მსოფლიოში რა ხდება, შეიშალა მსოფლიო, არის უსამართლობის პიკი. ამ ყველაფერზე ღიად საუბარი აუცილებელია”,- აღნიშნა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე