ირაკლი ნადირაძე - ფაქტია, რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის და ამის დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის წერილიც - ეს დღე დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით

ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს და მის ძალოვან უწყებებს ყველაზე მეტად აშინებს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუცია, რასაც ვერ გადაარჩენს ვერც წერილი და ვერც სუს-ის ხრიკები, რადგან როგორც თავადაც აღიარებენ, თუ ასობით ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მათი ხელისუფლება საბოლოოდ დამთავრებულია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ვერანაირი გეგმა და ხრიკი ვერ იმუშავებს.

„ფაქტია, რომ რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის და ამის ნათელი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილიც. ფაქტია ისიც, რომ სუს-ი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და ჩვენი სამოქმედო გეგმა - რას ვაპირებთ 4-ში, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა - რას აპირებენ ისინი.

ეს ნათელი დადასტურებაა, რომ მოედინება ზღვა ინფორმაცია “ქართული ოცნებიდან” მათ შორის მათი ძალოვანი უწყებებიდან. ერთი რამ არის მთავარი - ვერანაირი ბიძინა ივანიშვილის ვერც გეგმა, ვერც ხრიკი ვერ იმუშავებს, თუ კი ჩვენ გამოვალთ ქუჩაში ასობით ათასი გულანთებული პატრიოტი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანი. ამას თვითონაც ამბობენ, რომ თუ ბევრი ხალხი იქნება, ისინი უბრალოდ დამთავრებულები არიან, ამიტომ ერთი რამ დაგვრჩა მხოლოდ: 4-ში გამოვიდეთ რაც შეიძლება ბევრი.

ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და როგორც არ უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს დღე დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის