თაზო დათუნაშვილი - პოლიტიკური „კანიბალიზმით“ დაბოლოვდა ეს 13 წელი, „კრონოსი“ თავის შვილებს ჭამს - ახლა სად არის ის კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც „ბიძინობას“ ულოცავდა საქართველოს?

პოლიტიკური „კანიბალიზმით“ დაბოლოვდა ეს 13 წელი და „კრონოსი“ თავის შვილებს ჭამს, - ასე შეაფასა „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის 13 წელი.

როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნება“ იზოლაციაშია მოქცეული და ქვეყანაში დემოკრატიის დასამარებას ცდილობს.

„პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი აფასებს და კრავს ივანიშვილის მმართველობის 13 წელს ისე კარგად, როგორც იმ კაცის მდგომარეობა, ვინც რამდენიმე წლის წინ მგზნებარე სახით და ვასალური მლიქვნელობით „ბიძინობას“ ულოცავდა მთელ საქართველოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ახლა სად არის ეგ კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი? რა დღეშია? რას უშვრება თავად ბიძინა და „ბიძინობა“, ეს ყველაზე კარგად ასახავს, თუ რა არის ეს 13 წელი. ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა მოახერხა და დემოკრატიული წესით ხელისუფლების ცვლილება ისწავლა და შეძლო. ამ დიდი იმედის ჩასახვიდან და დიდი გამარჯვებიდან 13 წლის თავზე, მივედით ქვეყანაში, სადაც მთვრალი დუგინი არის ხელისუფლების მთავარი „მოლაპარაკე თავი“, სადაც იზოლაციონიზმი გახდა სახელმწიფო პოლიტიკა და დემოკრატიის დასამარებით არის დაკავებული მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური „კანიბალიზმით“ დაბოლოვდა ეს 13 წელი და „კრონოსი“ თავის შვილებს ჭამს, - განაცხადა დათუნაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა