სალომე სამადაშვილი - PACE-ს რეზოლუციაში პირველად გაჟღერდა, რომ ევროსაბჭომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი მექანიზმი უნდა აამუშაოს, წევრმა ქვეყნებმა სარჩელი შეიტანონ - ეს არის უპრეცედენტო მოწოდება

PACE-ს რეზოლუცია განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის - ეს არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტში პირველად გაჟღერდა ის, რომ „ევროსაბჭომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი მექანიზმის ამუშავება უნდა განიხილოს“.

„ფაქტობრივად, პირველად გაჟღერდა ის, რომ ევროსაბჭომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი მექანიზმის ამუშავება უნდა განიხილოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე და ყველა იმ ვალდებულებების უგულებელყოფის გამო, რომელიც ჩვენ ევროსაბჭოს წინაშე გვაქვს აღებული, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა სარჩელი შეიტანონ. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც ასეთი მოწოდება ჟღერდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება არათუ ვერ პოულობს დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების მიმართულებით ნორმალიზაციის ვერანაირ გზას, არამედ ყოველდღე ზრდის საფრთხეს, რომ დღის წესრიგში დაისვას ევროსაბჭოდან საქართველოს გაგდების საკითხი. ეს განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ეს არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს, ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოში ხვალ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.

რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა