დანიის პრემიერ-მინისტრი - ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო მდგომარეობაშია

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო სიტუაციაშია და რომ ეს ცივი ომის დროინდელ მდგომარეობაზე უარესია.

„ვფიქრობ, ეს სერიოზულია. ვფიქრობ, რომ უკრაინაში ომი ძალიან სერიოზულია. როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების - და არა ცივი ომის - შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო სიტუაციაში ვართ“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყების წინ.

დრონების შეჭრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მეტე ფრედერიქსენმა უპასუხა, რომ ზოგადად მათი ჩამოგდების მომხრეა, მაგრამ „ეს სწორი გზით უნდა გაკეთდეს“.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერების მთავარი ამოცანაა „უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების განხილვა, მათ შორის დრონებისა და უკრაინისთვის დახმარების შესახებ.

დანიის პრემიერის თქმით, მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფის შესახებ, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი.

„ვიმედოვნებ, რომ ახლა ყველა აღიარებს, რომ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და ერთ დღეს ეს პოლონეთია, მეორე დღეს დანია, ხოლო მომავალ კვირას, ალბათ, სხვაგან ვიხილავთ დივერსიას ან დრონების ფრენას. ამიტომ, ამას ევროპული პერსპექტივიდან ვუყურებ. მხოლოდ ერთი ქვეყანაა მზად, დაგვემუქროს და ეს რუსეთია და ამიტომ, ძალიან ძლიერი პასუხი გვჭირდება“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე