ალეკო ელისაშვილი - 4 ოქტომბერს, დილიდან საღამომდე ჩვენს ოფისში იმუშავებს საარჩევნო შტაბი, მათ შორის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ნებისმიერ საარჩევნო უბანს პირდაპირ ეთერში ჩართავს - ყველა დარღვევას ვაჩვენებთ მოქალაქეებს

4 ოქტომბერს, დილიდან საღამომდე ჩვენს ოფისში იმუშავებს საარჩევნო შტაბი, მათ შორის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ნებისმიერ საარჩევნო უბანს პირდაპირ ეთერში ჩართავს - ყველა დარღვევას ვაჩვენებთ მოქალაქეებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს სერიოზულ ბრძოლას აპირებენ.

„ჩვენ კარგად გავაანალიზეთ წინა საპარლამენტო არჩევნები და მაქსიმალურად ვცდილობთ აღვკვეთოთ და პრევენცია მოვახდინოთ იმ ყველაფრის, რასაც ჩადიოდა წინა არჩევნებზე „ქართული ოცნება“.

582 საარჩევნო უბანი გაიხსნება თბილისში და 582-ვე საარჩევნო უბანზე იდგება წარმოდგენილი კამერა. დილიდან საღამომდე, ჩვენს ოფისში იმუშავებს საარჩევნო შტაბი, მათ შორის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ნებისმიერ საარჩევნო უბანს პირდაპირ ეთერში ჩართავს, როგორც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ასევე ინტერნეტ „სტრიმი“ იქნება და ყველა დარღვევას ვაჩვენებთ მოქალაქეებს. ე.წ. კარუსელის მონაწილე....ყველა დაფიქსირებული იქნება.

ჩვენ სერიოზულ ბრძოლას ვაპირებთ 4 ოქტომბერს. ყველას მოგიწოდებთ მოხვიდეთ. იოლად არაფერს დავთმობთ, თბილისი უნდა დავიბრუნოთ,საქართველო უნდა დავიბრუნოთ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება