ვიქტორ ორბანი - უნგრეთის მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს

უნგრეთის მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს - ჩვენ უკრაინასთან სტრატეგიული შეთანხმება გვჭირდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

ვიქტორ ორბანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ინიციატივა წამოაყენა, რომელიც უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობით და არა მხოლოდ ერთხმად ითვალისწინებს.

„მოლაპარაკებების გახსნისთვის სამართლებრივი და მკაფიოდ დადგენილი პროცედურა არსებობს, რომელიც უნდა დავიცვათ. ეს ერთსულოვან გადაწყვეტილებებს ნიშნავს“, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, უკრაინამ ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს, თუმცა ევროკავშირის წევრობა მისთვის „ზედმეტია “.

„სტრატეგიული შეთანხმება კარგია. უკრაინა გმირული ქვეყანაა და ჩვენ მას მხარი უნდა დავუჭიროთ, ეს ეჭვგარეშეა. წევრობა ზედმეტია. ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული შეთანხმება გვჭირდება. უნგრეთში ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. ასე რომ, ეს ჩემი პოლიტიკური პოზიცია არ არის, რომ ჩვენ უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ ვუჭერთ. ეს უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე