გიგი გიგიტელაშვილი - 4 ოქტომბერი ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღეა

4 ოქტომბერი ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღეა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგი გიგიტელაშვილმა განაცხადა.

გიგიტელაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა „ივანიშვილის რუსულ პარტიას საბოლოოდ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მან ამ ქვეყანას დამართა“.

„4 ოქტომბერი ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღეა. 4 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რუსულ პარტიას საბოლოოდ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მან ამ ქვეყანას დამართა. ემიგრაცია, ქვეყნის ეროვნული ღალატი - ამ ყველაფერზე ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს უნდა გასცეს პასუხი. საქართველოს საუკეთესო დღეები წინ აქვს. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის გამარჯვებაში. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი კახელი და უამრავი თელაველი იქნება 4 ოქტომბერს რუსთაველზე“, - განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში