ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - თუ ბაჩიაშვილს არ აღმოაჩნდება მოთხოვნილი ბიტკოინები, მაშინ გადასახდელად დაეკისრება ბიტკოინების ღირებულება - აღსრულება მიეცემა ქონებებს, რაც მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებებში

მეორე სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი ბატონ ბაჩიაშვილს არ აღმოაჩნდება ის მოთხოვნილი ბიტკოინები, მაშინ მას დაეკისრება გადასახდელად ამ ბიტკოინების ღირებულება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემურ წიქვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აღსრულება ბაჩიაშვილის იმ ქონებებს მიეცემა, რომელიც უკვე მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებებში.

“დღეს განიხილებოდა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნების. ეს ნიშნავს, რომ ასეთი სასარჩელო მოთხოვნები განიხილება გამარტივებული წესით, ვინაიდან ამ სასამართლო განხილვებს სამოქალაქო წესით წინ უსწრებს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9 ათას ბიტკოინამდე.

რაც შეეხება აღსრულებას, ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ, ჯერ კიდევ გასავლელი არის უზენაესი სასამართლოს ეტაპი, ანუ ბატონ ბაჩიაშვილს შეუძლია, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა ისიც მინდა განგიმარტოთ, რომ ვინაიდან ჩვენ მოვითხოვეთ დაუყოვნებლივი აღსრულება, გვაქვს უკვე სააღსრულებო ფურცელი აღებული ამ საქმეზე და შეგვიძლია მივმართოთ სააღსრულებო წარმოების დაწყების პროცედურებზე, ვინაიდან დაუყოვნებლივი აღსრულება დაგვიკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა დღეს ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება.

მეორე სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი ბატონ ბაჩიაშვილს არ აღმოაჩნდება ის მოთხოვნილი ბიტკოინები, მაშინ მას დაეკისრება გადასახდელად ამ ბიტკოინების ღირებულება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის. აღსრულება მიეცემა იმ ქონებებს, რომელიც უკვე მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებებში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს