ირაკლი კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე - მდგომარეობა ნამდვილად ტრაგიკულია - თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება

თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად იმ რეზოლუციის პროექტზე განაცხადა, რომელსაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით წარადგენენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტრაგიკულია დღეს არსებული მდგომარეობა და ამავე მძიმე მდგომარეობას ასახავდა წინა რეზოლუციაც.

„იცით ჩვენი დამოკიდებულება PACE-ს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული, წინა რეზოლუცია რაც იქნა მიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა აღიარეს არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. არავის უკვირს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი. თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში