4 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

კომპანიის ცნობით, ყველა მუნიციპალიტეტში, 24 საათის განმავლობაში საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები იმუშავებენ. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა. მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან.

“იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა მოხდება, კომპანიის ტექნიკური სამსახური სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს.

კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება, ასევე კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან.

გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი არ შეფერხდეს“, - აცხადებს “ენერგო-პრო ჯორჯია“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა