რუსებმა უკრაინას 416 დრონით და რაკეტით შეუტიეს, დარტყმები 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას წუხელ 416 დრონით და რაკეტით დაარტყეს, უკრაინელებმა 320 მათგანი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის Shahed-ისა და „გერბერას“ ტიპის 381 დრონი, „ისკანდერ M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა; „ისკანდერ-K“ ტიპის 21 ფრთოსანი რაკეტა და Х-59/69 ტიპის 7 მართვადი რაკეტა გამოიყენეს.

დარტყმის მთავარი სამიზნე ხარკოვისა და პოლტავას ოლქების ენერგეტიკის სექტორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო, ღამის თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და კიევის ოლქები.

დილის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 320 საჰაერო სამიზნე - 303 დრონი და 17 რაკეტა - ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს.

ამავდროულად, 15 ლოკაციაზე 18 რაკეტის და 78 დრონის დარტყმა დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი 6 ლოკაციაზე ჩამოცვივდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა