სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს მორიგ ძალიან მკაცრ რეზოლუციაში გაკეთდა უპრეცედენტო ჩანაწერი - უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ ევროპა უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს რეჟიმზე წნეხის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხი იზრდება.

მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპა კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს „რეჟიმის წინააღმდეგ წნეხის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით“.

„იმის პარალელურად, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება, თითქოს რაიმე შანსი აქვთ გაარღვიონ საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც ერთპარტიული, ავტოკრატიული, არალეგიტიმური რეჟიმი მოექცა, ვხედავთ, რომ ევროსაბჭომ მიიღო მორიგი ძალიან მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც გაკეთდა უპრეცედენტო ჩანაწერი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს, დაიწყოს სახელმწიფოთაშორისო პროცედურა და ფაქტობრივად, სარჩელი შეიტანოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში. ეს აჩვენებს, რომ რეალურად, მხოლოდ იზრდება წნეხი ივანიშვილის რეჟიმზე. ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ ევროპა კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს რეჟიმზე წნეხის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიიღეს. როგორც რეზოლუციის პროექტის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის