ირაკლი კობახიძე - გერმანიის კანცლერი იყო გამონაკლისი შემთხვევა, სადაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლეთ, ამის მიღმა საუბარი არ გვქონია - ზოგადად, რაც გერმანიის ელჩის გარშემო ხდება, ტრაგიკულია, თუმცა ეს არაფერ შუაშია მერცთან საუბართან

გერმანიის კანცლერი იყო გამონაკლისი შემთხვევა, სადაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლეთ - ამის მიღმა საუბარი არ გვქონია, დანარჩენი არ არის საინტერესო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობაიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დანიაში ვიზიტისას, ესაუბრა თუ არა გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გერმანიის კანცლერთან საუბრის ინიციატივა და მან ხომ არ თქვა უარი, კობახიძე პასუხობს: „ამაზე თქვენ იმარჩიელეთ. ეს არის ჩემი მოწოდება“.

„გერმანიის კანცლერი იყო გამონაკლისი შემთხვევა, სადაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლეთ. სხვა არაფერი. ასე მოხდა. მე ხომ ფაქტი არ დამიმალავს. ფაქტი იყო ის, რომ შემოვფარგლეთ კარგი მისალმებით. ამის მიღმა საუბარი არ გვქონია. დანარჩენი არ არის საინტერესო,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ფრიდრიხ მერცთან საუბრის გამართვას ხელი შეუშალა თუ არა გერმანიის ელჩის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, ან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებმა, კობახიძე პასუხობს, რომ „არა“.

„არაფერს არ შეუშლია ხელი. ზოგადად, რაც გერმანიის ელჩის გარშემო ხდება, არის ტრაგიკული. მისი პოზიცია არის ტრაგიკული. კაცი არის ხაზარაძის მდგმური და პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას შესაბამისი პარტიის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება დიპლომატიურ სტანდარტებს. ეს არაფერ შუაში არ არის ბატონ მერცთან საუბრის თემასთან,“ - განაცხადა კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს