ტურიზმის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, სასტუმრო „გუდაური ლოჯი“ 10 მლნ დოლარის ობლიგაციებს უშვებს

პრემიუმ კლასის სასტუმრო, „გუდაური ლოჯი“ „Outstanding Mountain Accommodation Award of the Year 2024“ ნომინაციის გამარჯვებულად ტურიზმის ეროვნული პლატფორმის – Welcome to Georgia! დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა.

გარდა ეროვნული აღიარებისა, “გუდაური ლოჯმა” მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯიც გადადგა, “გალტ & თაგარტთან” პარტნიორობით წარმატებით განათავსა 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 2-წლიანი ობლიგაციები, წლიური ფიქსირებული 8.25%-იანი განაკვეთით.

ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენება ფინანსური ინსტრუმენტები ტურიზმის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის.

სასტუმრო არის “Georgia Real Estate”-ს შვილობილი კომპანია, რომელიც ასევე, დეველოპერული კომპანია m2-ის 100%-იანი წილის მფლობელია.

“გუდაური ლოჯი” პირველ სათხილამურო ბილიკზე მდებარეობს და დამსვენებლებს სთავაზობს მთის ულამაზეს ხედებს, ქართულ რესტორანს, ღვინის უნიკალურ კოლექციას და ყველაფერს, რაც დაუვიწყარი სამთო თავგადასავლისთვის არის საჭირო - სპა ზონა დახურული აუზითა და საუნით, ღია ჯაკუზი, ტერასა, ლაუნჯ ბარი, თანამედროვე სპორტული დარბაზი, საკონფერენციო სივრცეები და სკი დეპო სრული ტექნიკური მომსახურებით.

საქართველოს პირველი პროფესიული ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პლატფორმა Welcome to Georgia! 2015 წლიდან აღნიშნავს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში. ბოლო ათწლეულის მანძილზე დაჯილდოვდა უამრავი კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში. აღნიშნულ ცერემონიალზე “გუდაური ლოჯის” გამარჯვებულად დასახელება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის სამთო ტურიზმის განვითარებაში.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში