სალომე სამადაშვილი - რუსული რეჟიმი სარგებლობს ყველა შესაძლებლობით, რომ ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს აქვს სურვილი, გადაიტვირთოს ურთიერთობები დასავლეთთან - ქმედებით კი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა საქართველომ დაკარგოს მონაპოვარი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“ ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ევროპასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა რეალურად თავისი ქმედებებით ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ დაკარგოს ყველა მონაპოვარი რაც უკვე აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებში.

მისი თქმით, მმართველი გუნდი იყენებს საერთაშორისო ვიზიტებს იმისთვის, რათა საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს დასავლეთთან ურთიერთობები ვითარდება.

„უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ დასავლეთთან არა თუ არ გაუმჯობესდეს ჩვენი ურთიერთობები, არამედ უფრო დიდ იზოლაციაში აღმოჩნდეს საქართველო. ამავე დროს, ისინი სარგებლობენ ყველა შესაძლებლობით, რომელიც მათ ეძლევათ, მაგალითად, ეს არის კობახიძის კოპენჰაგენში მიწვევა, იმისათვის, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ, გააგრძელონ მათი მოტყუება, თითქოს ამ ხელისუფლებას აქვს სურვილი გადაიტვირთოს დასავლეთთან ურთიერთობები. თავისი ქმედებით კი, როგორიც არის პოლიტპატიმრების გაზრდა, რეპრესიები, რეპრესიული კანონების კიდევ უფრო გაღრმავება, ყველა ნაბიჯს დგამენ იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ყველა ის მონაპოვარი, რაც უკვე მიღებული აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებში, სწორედ ამიტომ არ ასრულებენ არცერთ რეკომენდაციას, რომელსაც ევროკავშირისგან იღებენ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი