თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ნაძალადევში მდებარე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს ვიდეომონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებაში ხელს უშლის

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, თბილისში, ნაძალადევში მდებარე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე პარტიის წარმომადგენლებს ვიდეომონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებაში ხელს უშლის.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაღებისა და ვიდეომონიტორინგის უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა უბანზე.

მისივე ინფორმაციით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა და კომისიის წევრებმა თბილისის 582-ვე უბანზე დაამონტაჟეს ვიდეომონიტორინგის კამერები, რაც კანონითაა გათვალისწინებული.

„დაიწყო 4 ოქტომბრის საარჩევნო პროცესი. საქართველოში არის ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები. ივანიშვილის რეჟიმის რღვევა თვითმმართველობით უნდა დაიწყოს და ჩვენ თვითმმართველობა უნდა გავათავისუფლოთ კორუფციული და სიღარიბის მარწუხებისგან. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს, ყველას მოგიწოდებთ მოიხადოთ თქვენი სამოქალაქო ვალი და აუცილებლად მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა და კომისიის წევრებმა თბილისის 582-ვე უბანზე დაამონტაჟეს ვიდეომონიტორინგის კამერები. ეს კამერები გათვალისწინებულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის 25-ე ნაწილით. ამ გადაღებისა და ვიდეომონიტორინგის უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა უბანზე. ჩვენს წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, რომ აწარმოონ მთელი საარჩევნო პროცესის ვიდეომონიტორინგი, რაც ნიშნავს, რომ ყველა მზაკვრული გეგმა, ყველა სისტემური დარღვევა, ყველა „ძველი ბიჭებისა“ თუ პოლიციის უკანონო მობილიზება უბანზე, ყველა გადაცდომა და ექსცესი იქნება დაფიქსირებული. მინდა მოვუწოდო, აბსოლუტურად ყველა კომისიის თავმჯდომარესა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: ხელი არ წაგიცდეთ ამ კამერებზე! „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ითვალისწინებს ვიდეომონიტორინგს. უთხარით ყველას, ყველა უბანს, რომ ამ კამერების დაყენების ხელის შეშლა არის ძალიან მძიმე დარღვევა. რამდენიმე კამერა ლაივსტრიმზე მოდის ჩვენთან, კამერების უმრავლესობა ვიდეოჩაწერას ახორციელებს. ნაძალადევის რაიონის 33-ე უბანს უბნის თავმჯდომარე, ნინო ნოზაძე ჩვენს წარმომადგენლებს არ აძლევს საშუალებას კამერა რომ გაასწორონ და ვიდეომონიტორინგი განახორციელონ. პირადად ნინო ნოზაძეს მივამართავ, რომ ის ჩადის უმძიმეს დარღვევასა და დანაშაულს, როცა ამას აკეთებს. პირდაპირ ეთერში მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს ეს დანაშაული და დაუშვას ჩვენი კამერის თავისუფალი გადაღება, ზუსტად ისე, როგორც ამას ახორციელებს „ქართული ოცნება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საჩივარი წავა ბოლომდე. ეს არის უმძიმესი დარღვევა და ასეთ ფაქტებს ბოლომდე გავყვებით. მთელი თბილისის მასშტაბით არის კიდევ გარკვეული ადგილები, სადაც მიდის ეს ჭიდაობა კამერების დაყენებაზე. აბსოლუტურად ყველა უბანზე თანაბარი უფლება გვაქვს, რომ ვიდეომონიტორინგი ვაწარმოოთ. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორი იყო საარჩევნო დღე და რას მაიმუნობთ მაგ საარჩევნო უბნებზე, ამიტომ ხელი არ წაგიცდეთ ამ კამერებზე! პროცესს ვადევნებთ ასევე თვალყურს მთელი საქართველოს მასშტაბით, აბსოლუტურად ყველა საარჩევნო უბანს აკვირდება ჩვენი წარმომადგენელი. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: დღეს, 4 ოქტომბერს გამოყონ მცირედი დრო იმისთვის, რომ წავიდნენ და ხმა მისცენ ცვლილებას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს