პაატა მანჯგალაძე - გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”

თუ ვინმე დღეს მიმტაცებელი, უზურპატორი და კონსტიტუციის დამამხობელია, ბიძინა ივანიშვილია - ქართველი ხალხი დღეს აქ იმისთვის მოდის, რომ უკან დაიბრუნოს ეს მიტაცებული ძალაუფლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტთან განუცხადა.

მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა გათელა ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ იყოს დემოკრატიული ქვეყანა“.

„საქართველოს კონსტიტუცია იწყება სიტყვებით - „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა”. ბიძინა ივანიშვილმა გათელა ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ იყოს დემოკრატიული ქვეყანა და მართავდეს ხალხი. თუ ვინმე დღეს მიმტაცებელი, უზურპატორი და კონსტიტუციის დამამხობელია, ბიძინა ივანიშვილია. ქართველი ხალხი დღეს აქ იმისთვის მოდის, რომ უკან დაიბრუნოს ეს მიტაცებული ძალაუფლება. ხალხს ამისი უფლება აქვს. მარტივი კითხვა დავსვათ - ვინ არის ხელისუფლების წყარო - ხალხი თუ ბიძინა? რა თქმა უნდა, ხალხი”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ ასევე ისაუბრა მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე და განაცხადა, რომ ის „არასერიოზულად გამოიყურება“.

„გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”. პრობლემა ახლა ის არის რომელიმე საარჩევნო უბანზე ვიღაც რომ არ შედის თუ მთელი ძალაუფლება უზურპირებული რომ არის და მარტო თვითმმართველობა კი არა მთელი ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ უკან. მთავარია დღეს რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი იყოს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა