შალვა პაპუაშვილი - დღეს ყველა უცხოელისთვის, რომელმაც შარშან, ანტიდემოკრატიული გზებით საკუთარი ვირტუალური საქართველოს შექმნა განიზრახა, არის შანსი კიდევ დაფიქრდნენ საკუთარ ქმედებებზე, აღიარონ დემოკრატიული არჩევნები

დღეს ყველა უცხოელისთვის, რომელმაც შარშან, ანტიდემოკრატიული გზებით საკუთარი ვირტუალური საქართველოს შექმნა განიზრახა, არის შანსი კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარ ქმედებებზე, აღიარონ დემოკრატიული არჩევნები - ცხოვრება ისე არ არის აწყობილი, საკუთარი ბაღივით მოიწყონ და საკუთარი ვირტუალური საქართველო შეიქმნან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უცხოელებმა „ფართოდ უნდა გაახილონ თვალები და რეალობა აღიარონ“.

„ჩვენთვის მთავარია, ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის, თქვენი აღიარება. ასე რომ გმადლობთ. რაც შეეხება, აღიარებებს. აღიარებას დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორებს ქართველი ხალხი არჩევნებზე მოსვლით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მანდატს. ასე რომ საკითხი შემდეგია - აქ კითხვები ჩვენ კი არ მოგვემართება, არამედ იმ უცხოელებს, რომ ფართოდ გაახილონ თვალები და აღიარონ რეალობა. იმ ვირტუალურ რეალობაში და მათ სასურველ რეალობაში რომ სურთ ცხოვრება, ასე არ არის. ცხოვრება ისე არ არის აწყობილი, საკუთარი ბაღივით მოიწყონ და საკუთარი ვირტუალური საქართველო შეიქმნან.

ქართველი ხალხი აკეთებს თავის არჩევანს, მანდატს აძლევს იმას, ვისაც უნდა. ყველამ უნდა სცეს ამას პატივი. ვინც ხალხის არჩევანს არ სცემს პატივს, ის არის ანტიდემოკრატი. ამიტომ არსებობს ოპოზიცია და უმრავლესობა. ჩვენც ხომ ამას ვამბობთ, რომ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ოპოზიციის დამარცხებული ამომრჩეველი გაარადიკალა მისმა პარტიებმა და უცხოელებმა. შარშან, ზუსტად აღარ მახსოვს რამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, მაგრამ რამდენიმე ასეულობით ათასი იყო. რა თქმა უნდა, არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყოველთვის შეძლებს რუსთაველის შევსებას თუ ა.შ. ოპოზიციასაც თავისი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ დემოკრატია სხვანაირად მუშაობს. დემოკრატია არ არის აპართეიდი. აპართეიდია, სადაც უმცირესობა მართავს უმრავლესობას, მაგრამ დემოკრატია ის არის, სადაც უმრავლესობის ნებაა გადამწყვეტი.

ამიტომ, დემოკრატიული არჩევნების დღეა. დღეს არის შანსი ყველა უცხოელისთვის, რომელმაც შარშან, ანტიდემოკრატიული გზებით საკუთარი ვირტუალური საქართველოს შექმნა განიზრახა. დღეს არის შანსი, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარ ქმედებებზე, აღიარონ დემოკრატიული არჩევნები, მათ შორის, ქართველი ხალხის არჩევნები და თვალი გაუსწორონ რეალობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში