ბადრი ჯაფარიძე - აუცილებელია ვიაქტიუროთ - აქტიურობის, არ დანებებისა და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა

აუცილებელია ვიაქტიუროთ. აქტიურობის, არ დანებებისა და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები აღირიცხოს, რათა საზოგადოებამ ამის შესახებ იცოდეს.

„მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს საკუთარ ხელში თავისი ქალაქის მმართველობა. ასე უნდა მოხდეს ყველგან. აუცილებელია ვიაქტიუროთ. აქტიურობის, არ დანებებისა და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ყველაზე ეფექტური იარაღი, საკუთარი ხმა მისცეს იმას, რომ შევძლოთ იმ მიზნის აღსრულება, რომელიც ქართველ ხალხს სურს და ქვეყნის, ქალაქების, დასახლებული პუნქტების დაბრუნება.

რაც შეეხება დარღვევებს, ყველა დარღვევა უნდა აღირიცხოს. ყველგან იწერება საჩივრები, იქნება მაქინაციების მცდელობა, ეს დამახასიათებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ყველა ფაქტზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, აუცილებლად უნდა შედგეს შესაბამისი საჩივარი, ყველაფერი უნდა აღირიცხოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ და აღვრიცხოთ ყველა დარღვევის ფაქტი. რა თქმა უნდა, დიდი ილუზიები მათ გამოძიებაზე არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ, საზოგადოებამ რომ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია