შალვა პაპუაშვილი - „ლელომ“ თბილისის უბნებში კამერები განათავსა და როგორც ირკვევა, ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც დარღვევაა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად დავწერთ საჩივარს

„ლელომ“ თბილისის უბნებში კამერები განათავსა და როგორც ირკვევა, ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც დარღვევაა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად დავწერთ საჩივარს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას, რომ „თბილისში საარჩევნო უბნების ნაწილში, მოქალაქეებზე 2-2 ბიულეტენი გაიცა, რეგიონებში კი საარჩევნო უბნებთან პირდაპირ მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა“. აღნიშნულის საპასუხოდ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს „ცრუ ნარატივია“.

„ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა! „ლელო“ განსაკუთრებით ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ სიტუაცია გარკვეულად დაზაფროს, მაგრამ არაფერი არ გამოსდის. პირიქით, მე ვთქვი ის დარღვევა, რაც „ლელოს“ მხრიდან არის - ოზურგეთში არ გაჰყვნენ გადასატან ყუთს. მეორე, რაზეც ჩვენ აუცილებლად საჩივარს შევიტანთ, იცით, რომ „ლელომ“ განათავსა კამერები თბილისის უბნებში და როგორც ირკვევა ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერთ აუცილებლად საჩივარს. ისინი იწერენ, როგორც ჩანს, სურთ ხმის ჩაწერის ფუნქცია. მათ შორის, ერთ-ერთ უბანზე იყო „ლელოს“ წარმომადგენლის მხრიდან, საჩივარს წერდა თითქოს გაჟონვასთან დაკავშირებით, თუმცა ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, ესეც დავაფიქსირეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე, უარყო გავრცელებული ინფორმაცია, საარჩევნო უბნებზე თანხით შესაძლო მოსყიდვის მცდელობის შესახებ.

„[ფულის დარიგებაც] გაცვეთილი ცრუ ნარატივია. წინა არჩევნებიდანაც გვახსოვს ამგვარი ცრუ ნარატივი, რომელიც შემდგომ მალევე ირკვეოდა, რომ იყო ცრუ. შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას რაღაც ფული გადასცეს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ყოფითი ურთიერთობის დონეზე და არაფერი კავშირი ჰქონდეს არჩევნებთან. გვახსოვს, ქმარმა თავის ცოლს მისცა თანხა და ეს უნდოდათ შეესაღებინათ ქართული საზოგადოებისთვის, თითქოს ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებოდა. იმედია, არავინ იფიქრებს იმაზე, რომ ქმრები ცოლების მოსყიდვას ფიქრობენ არჩევნების დღეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს