შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი დღის შემდეგ, ის პარტიები და „ენჯეოები“, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ექსტრემისტი პარტიები  იქნებიან - არ არსებობს ქვეყანა, კონსტიტუცია და კანონი, რომელიც მათ ქმედებას ექსტრემიზმს არ უწოდებს

დღევანდელი დღის შემდეგ, ის პარტიები და „ენჯეოები“, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და არჩევნების ჩაშლას ცდილობენ, ყველა დეფინიციის მიხედვით, ექსტრემისტი პარტიები იქნებიან - არ არსებობს ქვეყანა, არც არსებობს კონსტიტუცია და კანონი, რომელიც მათ ქმედებას ექსტრემიზმს არ უწოდებს! - ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის შეფასებით, „ექსტრემიზმის ბუნებაა, რომ ისინი დემოკრატიის მტრები არიან“. პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ “ეს არის სასარგებლო პროცესი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, როდესაც ექსტრემისტებს მარგინალური კუთხე მიეჩინებათ“.

მან ამავე კონტექსტში ევროკომისიის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„როგორი ტრაგიკულიც არ უნდა იყოს ის მომენტი, რომ რამდენიმე პარტია და „ენჯეოები“ დემოკრატიას ოფიციალურად ემიჯნებიან, ამავე დროს ეს არის სასარგებლო პროცესი ჩვენი დემოკრატიისთვის. ხდება სრულად წითელი ხაზის გავლება ერთის მხრივ, საქართველოს პატრიოტებს, დემოკრატებს - რომლებიც საკუთარი არჩევანით საკუთარ ნებას აფიქსირებენ და მეორეს მხრივ, რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ ჯგუფებს, პარტიებს თუ „ენჯეოებს“ შორის.

დღევანდელი დღის შემდეგ ის პარტიები და “ენჯეოები“, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და არჩევნების ჩაშლას ცდილობენ, ყველა დეფინიციის მიხედვით, ექსტრემისტი პარტიები იქნებიან. არ არსებობს ქვეყანა, არც არსებობს კონსტიტუცია და კანონი, რომელიც მათ ქმედებას ექსტრემიზმს არ უწოდებს.

შესაბამისი იქნება ჩვენი და ქართველი ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ, როგორც ექსტრემისტების მიმართ. ასეთივე დამოკიდებულება ექნება ქართველ ხალხს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მათ დაფინანსებას შეეცდებიან. ისინი ექსტრემიზმის დამფინანსებლად ჩაითვლებიან!

ყველა კრიტერიუმით, არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთი ქმედება ექსტრემიზმად არ ჩაითვლება. ასე რომ, ეს არის სასარგებლო პროცესი ჩვენი დემოკრატიისთვის, როდესაც ექსტრემისტებს თავისი მარგინალური კუთხე მიეჩინებათ.

რაც შეეხება დაანონსებულ ძალადობას, ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორი იქნება პროცესი. დიდი იმედგაცრუებაა, რომ ჩვენ ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან დაანონსებული ძალადობრივი აქციის მხარდაჭერა ვიხილეთ. აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის ერთი ფაქტი მოხდება და ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით. ასე რომ, მათ მიმართაც ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კითხვები გვექნება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის გარანტირებულია მშვიდობიანი მიტინგის უფლება - არავის ვურჩევ, რომ ამ მიტინგის დროს ძალადობის ერთ ფაქტსაც მიმართონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე