შალვა პაპუაშვილი - ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე ვმუშაობთ - ექსტრემიზმს ტკბილი სიტყვით ვერ შევეწინააღმდეგებით!

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაბამისად, ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე ვმუშაობთ - ექსტრემიზმს ტკბილი სიტყვით ვერ შევეწინააღმდეგებით! დემოკრატიამ ანტიდემოკრატებისგან და დემოკრატიის მტრებისგან საკუთარი თავი უნდა დაიცვას! - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, საჭიროა იმ საკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენება, რომლითაც ყველა ქვეყანაში ექსტრემიზმს ებრძვიან.

„შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ექსტრემისტული ორგანიზაცია გაუქმდა გერმანიაში. პარტიებს აუქმებენ სხვადასხვა ქვეყანაში - ახლახან მოლდოვაში ერთი პარტია გაუქმდა. სწორედ ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატია. ანტიდემოკრატებისგან და დემოკრატიის მტრებისგან დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას.

ექსტრემისტებს არაფერი ეშველებათ გარდა იმისა, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის ფარგლებში კანონისმიერი პასუხი უნდა გაეცეთ.

ვისაც ცრუ იმედები ჰქონდა, რომ საქართველო მარიონეტულ სახელმწიფოდ იქცეოდა, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაანახებენ, თუ სად არის ქართველი ხალხის ნება. ეს იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი მათ შორის ბრიუსელისთვის - ვნახოთ, არიან თუ არა ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების ერთგული, რომელიც უპირველეს ყოვლისა, სახალხო ლეგიტიმაციას და ხალხის ნების პრიმატს გულისხმობს თუ იმ პოლიტიკურ ინტრიგაში დარჩებიან, რასაც ჩვენ გასული წლის არჩევნების შემდეგ და მანამდე ვხედავდით, როცა ზოგიერთს ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტული წარმომადგენლების ხილვა უნდოდა. მათთვის არის შანსი ქართველ ხალხს დაანახონ, ჩვენ გვაქვს საქმე 21-ე საუკუნის ევროპასთან თუ 100 წლის წინანდელ ევროპასთან. დაგვანახონ, რომ დემოკრატია ეს არის ღირებულება და არა ლიტონი სიტყვები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!