პაატა ბურჭულაძე - გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია - რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ და მოგვიანებით დავიწყებთ

გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია - რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ და ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული კრება ჩატარდება და ხელისუფლება დაბრუნდება ხალხის ხელში.

„გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია, ეს არის პირველი ეროვნული კრება, რაც ჩატარებულა საქართველოს ისტორიაში. ვიღებთ დეკლარაციას და ვიღებთ ხელისუფლებას ისევ ჩვენს ხელში და ამით ვისტუმრებთ სახლში უზურპატორ ივანიშვილს თავისი ამალით. ეს დღე უნდა იყოს და არის უკვე ისტორიული. რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნაკადი მოდის დასავლეთიდან და ამიტომ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ამასთან, პაატა ბურჭულაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და აღნიშნა, რომ "ჩვენ არ ვართ აქ მოსული საბრძოლველად ".

„მე ჩემს შვილიშვილთან ვარ აქ და ჩვენ არ ვართ აქ მოსული საბრძოლველად და ვიღაცისთვის რაღაცის გასაკეთებლად. ჩვენ ვართ მშვიდობიანად, მაგრამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო თითს დააკარებს ან ჩემს შვილიშვილს, ან იმის შვილიშვილს, ან იმის შვილს, ან ვიღაცას, სასტიკად ვუპასუხებთ ჩვენ. ხალხი ძალიან ფრთხილად იქცევა ამ მხრივ.

ჩვენ ერთი საათით გადავდებთ კიდევ და 18:00 საათზე დავიწყებთ, იმიტომ რომ რეგიონებიდან ჯერ არავინ არ შემოგვერთებია, ძალიან ბევრი მანქანა შეყოვნდა რიკოთზე და შემდეგ გორიდან აქეთ. გამობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ დღეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს პირველი ეროვნული კრება, სადაც ჩვენ მივიღებთ დეკლარაციას - როგორც კი ხალხი მისცემს ხმას იმ დეკლარაციას, რასაც მე წავიკითხავ და შევთავაზებ მათ, იმ წუთიდან საქართველოს პატრონები ვიქნებით ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილს შეუძლია დროზე წავიდეს და დაგვანებოს თავი. არჩევნები იქნება დღეს აქ, ის არ არის არჩევნები, სხედან და თავის ჭიას ახარებენ ვიღაცები. არჩევნები არის აქ და აქ წყდება საქართველოს ბედი!“- განაცხადა ბურჭულაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს