პაატა ბურჭულაძე - ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს

ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

პაატა ბურჭულაძემ დაასახელა „ქართული ოცნების“ ექვსი ლიდერი, რომლებიც „სასწრაფოდ უნდა დაატყვეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მათ ჩააბარონ.

„როგორც კი ისინი გადაუხვევენ [ამ გზიდან], ისინი ემორჩილებიან ბანდიტებს და ხუნტას. მათ გასაგონად ხმა უნდა მივცეთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ოცნების“ წევრ ექვს ადამიანზე, ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს და მოვითხოვოთ მათი სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში.

ნომერი პირველი - ირაკლი კობახიძე, ნომერი ორი - შალვა პაპუაშვილი, ნომერი სამი - ანზორ ჩუბინიძე, ნომერი ოთხი - მამუკა მდინარაძე, ნომერი ხუთი - თეა წულუკიანი, ნომერი ექვსი - ბიძინა ივანიშვილი.

ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ისინი ჩვენ ჩაგვაბარონ. ის ადამიანები, ვინც დაუფარავენ მათ, ასევე მიეცემიან პასუხისგებაში. არც პირადი დაცვა არ უშველით, პირადი დაცვაც მიეცემა პასუხისგებაში და შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია