კახა კალაძე ინფორმაციაზე, რომ „ლელოს“ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა - „მესიჯები“, რაც ამ ადამიანებისგან მოვისმინეთ, მეტყველებს, რომ სურვილი არ აქვთ, მოძალადეების გვერდით აღმოჩნდნენ - მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობა

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ქვეყანაში მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა, - ასე შეაფასა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ინფორმაცია, რომ პარტია „ლელო“ რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დომენტი ქორქიამ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ „მოძალადეების გვერდით აღმოჩნდნენ“.

„შეიძლება ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, შეიძლება იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ემხრობოდეს ძალადობას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და ასე შემდეგ. შესაბამისად, სტატუსები და მესიჯები, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან მოვისმინეთ, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ აღმოჩნდნენ იმ მოძალადეების გვერდით, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ლელოდან" სოფ. გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დომენტი ქორქიამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია დატოვა. მისივე თქმით, ის ძალადობას ემიჯნება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა