მამუკა ხაზარაძე - ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს - ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომელიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენს

ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს - ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ!, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს.

„ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს - ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს.

აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ!

ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია - საზოგადოება გახლეჩილი. ერთადერთი სწორი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნაა!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს