შალვა პაპუაშვილი - დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია - ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, ერთად გავიმარჯვეთ ყველამ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი დადგა, როგორც კლდე

დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, მიუხედავად, მათ შორის, ამ დღეებში ჩვენი ტვინების არევის მცდელობისა, საინფორმაციო თავდასხმისა შიგნიდან თუ გარედან, ქართველი ხალხი დადგა, როგორც სალი კლდე და არ გაატარა არავინ იმ სუვერენიტეტის ზღვარს მიღმა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, ერთად გავიმარჯვეთ ყველამ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი დადგა, როგორც კლდე და ეს არის მომენტები, როდესაც ჩვენი ისტორია იქმნება და დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, მიუხედავად, მათ შორის, ამ დღეებში ჩვენი ტვინების არევის მცდელობისა, საინფორმაციო თავდასხმისა შიგნიდან თუ გარედან, ქართველი ხალხი დადგა, როგორც სალი კლდე და არ გაატარა არავინ იმ სუვერენიტეტის ზღვარს მიღმა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, ამიტომ მადლობა თითოეულ ქართველს, რომელიც დღეს წავიდა არჩევნებზე, მისცა ხმა და იყო მონაწილე დემოკრატიული პროცესისა, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მანდატის გადაცემა რჩეულებისთვის და მინდა მივულოცო, უპირველეს ყოვლისა, კახა კალაძეს. მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევა არის, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ თბილისში ვაჩვენეთ და მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც საქართველოში ვაჩვენეთ და დანარჩენ 63 მერს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება. ვიცი, რა შრომა დევს ამ გამარჯვებაში, ვიცი, როგორი მხარდაჭერა დევს ამ გამარჯვებაში და ეს არის ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, რომელიც ხალხთან ერთად მოვიპოვეთ.

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ დიდი გამარჯვების სულის ჩამდგმელი და იდეის განმსაზღვრელი არის, ეს სალი კლდე, ამას სჭირდება გამაგრება და მთავარი ადამიანი, ვინც ჩვენ გვაერთიანებს და გვამაგრებს, არის ბიძინა ივანიშვილი და მადლობა იმ დიდი გამარჯვებებისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ხედავს უკვე მერამდენე არჩევნებია.

ქართველი ხალხი ვერ დამარცხდება ვერასდროს, სანამ ჩვენ ჩვენს მამულს, ჩვენს ენას, ჩვენს სარწმუნოებას ვატარებთ ჩვენს გულში და სანამ ვიდგებით სალი კლდესავით ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე