ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტია ლიდერობს, მეორე ადგილზეა მმართველი ალიანსი

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია ANO-მ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური და საერთაშორისო მედია ავრცელებს.

არჩევნები ჩეხეთის პარლამენტის 200-ადგილიან ქვედა პალატაში - დეპუტატთა პალატაში - მიმდინარეობდა.

ამ მომენტისთვის, ხმების 99.7%-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზეა ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის (2017-2021), ანდრეი ბაბიშის პარტია ANO, რომელსაც ხმების 34.66% (80 ადგილი) აქვს. მეორე ადგილზეა მმართველი პოლიტიკური ალიანსი Spolu, რომელსაც ხმების 23.28% აქვს (52 ადგილი).

სხვა ბარიერგადალახული პარტიები არიან: “მერები და დამოუკიდებლები” (11.19%, 22 ადგილი), “პირატული პარტია” (8.88%, 18 ადგილი), “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” (7.81%, 15 ადგილი) და “მოტორისტები თავისთვის” (6.79%, 13 ადგილი).

მოსალოდნელია, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი, ანრეი ბაბიში საკოალიციო მოლაპარაკებებს დღესვე დაიწყებს პარტიებთან - “მოტორისტები თავისთვის” და “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია”.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!