ლევან იოსელიანი - ხელისუფლება დემოკრატიულ ქვეყნებში იცვლება არჩევნების გზით, ყველა სხვა გზა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამაზე პასუხისმგებლობაა

პოლიციელს თუ ქვას ჩაარტყამ თავში, ბუნებრივია ამას მოჰყვება რეაგირება. ამაზე ხომ უნდა იფიქრო, როცა ამას აკეთებ?, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, ხოლო ყველა სხვა გზა არაკონსტიტუციურია და მოჰყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„ხელისუფლება დემოკრატიულ ქვეყნებში იცვლება არჩევნების გზით. ყველა სხვა გზა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და თუ ამის მოწოდებას აკეთებ, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ახდენ და ამაზე პასუხისმგებლობაა. ყველას გააზრებული აქვს, იმ ახალგაზრდებს, ვინც პრეზიდენტის სასახლეს მიაყენეს და შეუშვეს, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?

ასეთი რაღაც რომ ხდება, მერე ვიღაც პოლიციელს ჩაარტყამს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ერთი პოლიციელი ისე ცუდად არის, გამოაცხადეს, რომ ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, ვიღაცამ ამ პოლიციელს ჯანმრთელობა ასე დაუზიანა. ამას ხომ შედეგები მოჰყვება? პოლიციელს თუ ქვას ჩაარტყამ თავში, ბუნებრივია ამას მოჰყვება რეაგირება. ამაზე ხომ უნდა იფიქრო, როცა ამას აკეთებ. უნდა აიღო ეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ