ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, ლევან ყაველაშვილის განცხადებით, ბურჭულაძე თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ყაველაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს დილით მოინახულა.

„მასთან გამთენიისას ვიყავით მე და ჩემი კოლეგა შესული. იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბატონი პაატა მხნედ გრძნობს თავს. ის ამაყობს, რომ ამ ქვეყნის სიყვარულისთვის არის იქ, სადაც არის. ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის, შესაბამისად, ოფიციალურად, რას ედავებიან პაატა ბურჭულაძეს, არ ვიცით. როცა ოფიციალურად მოხდება ბრალის წარდგენა, ამის შემდეგ მეტ დეტალზე შევძლებთ საუბარს. ის კლინიკიდან თავდაპირველად ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანეს, შემდეგ უკვე იზოლატორში შეასახლეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, რა თქმა უნდა, გადაღლილია, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული აქციის მიმდინარეობისას, თუმცა ახლა შედარებით ნორმალურადაა, უკეთაა, თავს მხნედ გრძნობს და აპირებს ბრძოლას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, შსს-მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები - პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედებები 7-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო