შს მინისტრი გელა გელაძე, აქციაზე დაშავებული პოლიციელის მოსანახულებლად, ინგოროყვას კლინიკაში მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა. გელა გელაძე ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულ სამართალდამცველს მოინახულებს.

შს მინისტრი ინგოროყვას კლინიკაში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ, ვაჟა სირაძესთან ერთად იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან ერთი პოლიციელის მდგომარეობა საყურადღებოა.

გარდა კლინიკაში გადაყვანილი პირებისა, 30-მდე პირს აქციის ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება