„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი - მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას და იგივეს მოვუწოდებ ყველა ადამიანს: ნუ დაუხრით რეჟიმს თავს

გუშინ იმ ხუთმა ადამიანმა გვაჩვენა პატრიოტობის, ვაჟკაცობის მაგალითი და იმის მაგალითი, როგორ უნდა ებრძოლო რეჟიმს. თავისუფლება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ. მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას, ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს - ნუ დაუხრით რეჟიმს თავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ არის ეს დამოკიდებული იმაზე, რამდენ ადამიანს დაიჭერენ“.

„გუშინ იმ ხუთმა ადამიანმა, რომლებიც დააკავეს, გვაჩვენა პატრიოტობის და ვაჟკაცობის მაგალითი და იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ებრძოლო რეჟიმს. ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ არის ეს დამოკიდებული იმაზე, რამდენ ადამიანს დაიჭერენ, თუ დამიჭერენ მე. დარწმუნებული ვარ, ის ასი ათასობით ადამიანი, რომელიც გუშინ გამოვიდა ქუჩაში, არ გაჩერდება. ასე გაგრძელება უბრალოდ არის წარმოუდგენელი და შეუძლებელია, რომ ქართველი ერი, რომელსაც აქვს ხუთჯვრიანი დროშა, შეეგუოს ამ რუსულ რეჟიმს.

ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ბატონი ბერიძე. ეს ადამიანები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოდე და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს და თუ ვინმე ამაზე ხმამაღლა საუბრობს, შეიძლება რაღაცები არ გამოდიოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა უნდა გაჩერდეს, ეს ადამიანები გუშინ თავგანწირვით იბრძოდნენ, თავისი მაქსიმუმი - თავისუფლება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ. მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას, ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს - ნუ დაუხრით რეჟიმს თავს“,- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა