მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტს - თქვენ გინდოდათ წარმოგეჩინათ „გამარჯვების“ მცირე აქტი, რომ „პრეზიდენტი გაიპარა“, „ადმინისტრაცია ჩვენს ხელშია“, მაგრამ ეს ვერ მოხდა! მანახეთ კადრები, რომ შენობას ვტოვებ! - ჩემი მანქანა აქ იყო, არ გამოსულა

მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში აქციის მონაწილეების შეჭრისას, ადმინისტრაციის შენობა არ დაუტოვებია.

ამასთან, ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა ისიც, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საიდუმლოა, თუ სად იმყოფებოდა პრეზიდენტი.

„მანახეთ კადრები, რომ შენობას ვტოვებ - შეგიძლიათ ამის კადრები მანახოთ? ჩემი მანქანა აქ იყო, არ გამოსულა. ვერ მანახებთ - იტყუებით! მანქანა აქ იყო და მეც აქ ვიყავი. მანქანით, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მე არ გავსულვარ.

ის თუ სად იმყოფებოდა პრეზიდენტი, ეს არის საიდუმლო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ის ინფორმაცია, რომ აქ შეიძლება რაღაც ნაწილი მოსულიყო და ძალადობრივი აქტის განხორციელების მცდელობა ჰქონოდათ, გვქონდა. დახვდათ კიდეც სამართალდამცავი ორგანოები და საკადრისი პასუხი გასცეს.

როცა პროცესი დაიწყო, თქვენ უნდა წარმოგეჩინათ გამარჯვების მცირე აქტი საზოგადოებისთვის, რომ პრეზიდენტი გაიპარა, გავაქციეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩვენს ხელშია - დროშა უნდა აგეფრიალებინათ, მაგრამ თქვენდა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა და ვერ მოხდება.

თქვენ არ იცით, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოება, ინსტიტუციები როგორ მუშაობს და როგორ აგიხსნათ?! ეს არის მარტივი მოქალაქეობრივი შეგნება, რომ როცა ძალადობრივი აქტი ხორციელდება, პრეზიდენტის გადაადგილება უნდა იყოს საიდუმლო“, - განაცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ