შალვა პაპუაშვილი - სპეცსამსახურები ახლა ცდილობენ, სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეთა ნაწილი განარიდონ ამ გეგმის აღსრულების ძალადობრივ ნაწილს და წარმოაჩინონ, თითქოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ტერორისტები არიან

ახლა ცდილობენ სპეცსამსახურები, რომ სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეთა ნაწილი განარიდონ ამ გეგმის აღსრულების ძალადობრივ ნაწილს და წარმოაჩინონ თითქოს არიან თავისუფლებისთვის მებრძოლი ტერორისტები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ძალადობრივი სცენარისგან ოპოზიციონერთა ნაწილის გამიჯვნის ფაქტს.

პაპუაშვილის განმარტებით, აქციების მიმდინარეობის შენარჩუნების მიზნით ახლა მიმდინარეობს აქციის მონაწილეთა ნაწილის „გათეთრება“.

„ნურავინ ნუ მოტყუვდება - ეს არის მცდელობა გაათეთრონ ნაწილი ამ მოძალადეებისა იმისთვის, რომ კვლავ შეინარჩუნონ მათი აქციები. ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი ორგანიზმი, რომელიც სპეცსამსახურების მიერ იმართება და მათგან არის იდეურად მხარდაჭერილი. ჩაუვარდათ გუშინ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ახლა ცდილობენ ეს სპეცსამსახურები, რომ სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეთა ნაწილი განარიდონ ამ გეგმის აღსრულების ძალადობრივ ნაწილს და წარმოაჩინონ თითქოს არიან თავისუფლებისთვის მებრძოლი ტერორისტები”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა