ირაკლი ფავლენიშვილი - თითის გაშვერა ძალიან მარტივია, რისკზე წასვლა კი ძალიან რთული - ოთხი შვილის მამამ ირაკლი ნადირაძემ პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენა, ისევე როგორც პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ

თითის გაშვერა ძალიან მარტივია, რისკზე წასვლა კი ძალიან რთული - ოთხი შვილის მამამ ირაკლი ნადირაძემ პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენა, ისევე როგორც პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, წარსულის გამოცდილებაზე სწავლა და ბიძინა ივანიშვილზე ორიენტირება.

„ძალიან მარტივია თითის გაშვერა, კრიტიკა, მიმოხილვა, ძალიან რთული გახლავთ წახვიდეთ რისკზე, პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენო, როგორიც აჩვენა ოთხი შვილის მამამ, ირაკლი ნადირაძემ, როგორიც აჩვენა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ იქნება ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში და დასრულდება ივანიშვილის მარცხით. ჩვენ ამ ბრძოლაში იმისთვის ვართ შესული, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ბრძოლა გაგრძელდება.

რაც შეეხება მომავალში ამ ბრძოლას, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან სოლიდარულები ვიყოთ, ვიყოთ კონსოლიდირებული და ვისწავლოთ წარსულის გამოცდილება, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილზე ორიენტირება და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩვენი თანამებრძოლები“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ