სალომე სამადაშვილი - ერთადერთი წერტილი, საიდანაც რეალურად დაიწყება ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა და ევროპულ დღის წესრიგში დაბრუნება, ეს იქნება ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები

ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმთან ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არ არსებობს, თუ ის გააგრძელებს ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაზე.

სამადაშვილის თქმით, ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს დაბრუნება ახალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებით დაიწყება.

„ვფიქრობ, ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ განცხადებამ სიტყვა-სიტყვით დაადასტურა ის პოზიცია, რაც „ლელოს“ გვქონდა, როდესაც ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი თეორიული შესაძლებლობაც კი, რომ ადგილობრივი არჩევნების გზით „ქართული ოცნება“ შეეცადოს რაიმე ტიპის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას. ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმთან ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არ არსებობს, თუ ის გააგრძელებს ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ერთადერთი წერტილი, საიდანაც რეალურად დაიწყება ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს დაბრუნება, ეს იქნება ახალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.

„დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო/ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო.

ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული.

მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.

დაბოლოს, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს