გიორგი ქადაგიძის ადვოკატი - ადამიანს კითხვებს უსვამენ „პოსტებზე”, მაგალითად, „რუსთაველზე უნდა ვიყოთ ბევრი ხალხი“ და არის თუ არა ეს აქციის ორგანიზატორობა - ამ ყველაფრის მიზანია, ადამიანების დაშინება

გამოკითხვა ეხებოდა მოწმის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, მიაჩნია თუ არა ხელისუფლება ლეგიტიმურად და მსგავსი სისულელეები, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

თუთბერიძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციით დაზარალებული ადამიანების დახმარება დანაშაული არ არის და ასეთ საკითხებზე დაკითხვის მიზანი, ადამიანების დაშინებაა.

„ჩვენ ვიხილეთ დიქტატურის კლასიკური გამოვლინება. გამოკითხვა ეხებოდა მოწმის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, მიაჩნია თუ არა ხელისუფლება ლეგიტიმურად და მსგავსი სისულელეები. საქართველოს კონსტიტუციით დაზარალებული ადამიანების დახმარება დანაშაული არ არის. პირიქით, მგონია, რომ ეს არის კეთილსინდისიერების გამოვლინება დღევანდელ საქართველოში.

ადამიანს კითხვებს უსვამენ პოსტებთან დაკავშირებით, მაგალითად, როდესაც დაწერა არჩევნები გაყალბდა და არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია რას გულისხმობდა ამაში. „რუსთაველზე უნდა ვიყოთ ბევრი ხალხი“ - ეს არის თუ არა აქციის ორგანიზატორობა? ეს არის სისულელე. ამ ყველაფრის მიზანია ადამიანების დაშინება. ცხადია, ამ შიშს არავინ დაემორჩილება.

ყველა გადარიცხვა განხორციელებულია საჯაროდ. გადარიცხვა გაკეთებულია ისე, რომ მისი დადგენა შესაძლებელია“,- განაცხადა თუთბერიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე