კასპის სოფელ ფერმაში 12 წლის მოზარდი ბასრი საგნით დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაზიანება თანატოლმა მიაყენა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 12 წლის მოზარდი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ხელზე დაზიანება ბასრი საგნით თანატოლმა მიაყენა.

მოზარდი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან უკვე გაწერეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს